16:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 12:42:48, 925 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე - 1-ელი აგვისტოდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თირკმლის ტრანსპლანტაციის წინა მოსამზადებელი კვლევების დაფინანსება დაიწყო

2023 წლის 1-ელი აგვისტოდან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თირკმლის ტრანსპლანტაციის წინა მოსამზადებელი კვლევების დაფინანსება დაიწყო,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

ნიჟარაძის თქმით, თირკმლის ტრანსპლანტაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფრაგლებში, დაიწყო დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის მიზნით საჭირო კვლევების დაფინანსება.

"წინა მოსამზადებელი კვლევები პაციენტებს დაუფინანსდებათ წარმოდგენილი ანგარიშ- ფაქტურის მიხედვით სრულად, ერთჯერადად. 

პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციები. ცვლილების თანახმად, დაიწყო ასევე ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლელვების დაფინანსებაც. აღნიშნული სიახლე შეეხება პაციენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ აქვთ ჩატარებული ორგანოთა ტრანსპლანტაცია.

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 1 500 000-ით გაიზარდა და  შეადგენს 5 388 000 ლარს",- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics