16:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 13:08:42, 948 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე "იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“.

აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ მხარეები ესწრებოდნენ.

"შეხვედრაზე იმუნიზაციის კომუნიკაციის სპეციალისტებმა წარადგინეს პრეზენტაცია ქვეყნის იმუნიზაციის სიტუაციის ანალიზზე, ბოლო დროს ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის ძირითად მიგნებებზე, იმუნიზაციის საკომუნიკაციო კამპანიის მიზნებზე, ამოცანებსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განხილული იქნა ასევე, იმუნიზაციის მოთხოვნის წარმოქმნასთან დაკავშირებული ადგილობრივი ბარიერები, გამოწვევები და შესაძლებლობები",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics