|
2023-04-10 15:12:16, 1297 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა მივიდეს თითოეულ მეწარმემდე, ფერმერამდე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი გეგმების და პრიორიტეტების შესახებ. "2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტმა აჭარაში თითქმის 30 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი თითოეულ ადამიანს, რომელიც რეგიონს და მთლიანად ეკონომიკას აძლიერებს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, მივიდეს თითოეულ მეწარმემდე და ფერმერამდე და ყველგან იყოს მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებული", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 8,6 მლნ ლარით გაიზარდა და 29,5 მლნ ლარს შეადგენს. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება. 2023 წელს გაგრძელდა სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება, ასევე, განხორციელდება მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. 2023 წელს 20 სტუდენტი, კურსდამთავრებული ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის სამინისტროში. გაგრძელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება ყველა მუნიციპალიტეტში. განახლდა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობისა და აგრომომსახურების განვითარების პროგრამები. სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა წარმოადგენს. აჭარის მთავრობა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობით, ტყის მდგრადი მართვის პროექტს ახორციელებს. ასევე, მიმდინარეობს სატყეო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)