22:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 19:37:10, 1519 ნახვა

რეგიონი
სოფელ ზემო ხანდაკში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა

სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, შემდგომში კი საპატიო მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. 

ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში იმყოფებოდნენ კაპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, თანამებრძოლები, თანასოფლელები და  სტუმრები. მათ პოლკოვნიკის ხსოვნას პატივი მიაგეს და  ბიუსტი გვირგვინით   შეამკეს. 

თანამებრძოლებმა გაიხსენეს ბრძოლის ეპიზოდები და აღნიშნეს რომ ბრძოლაში იყო უშიშარი და ყველასთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი.

ტარიელ შარიფაშვილი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე,  თანამებრძოლებთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.  

დღეს მას 62  წელი შეუსრულდებოდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics