14:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 14:55:40, 1363 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმი აილენდის პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე  გაეცნო.

„ამბასადორი ჯგუფი" 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. კუნძულის ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად უკვე შექმნილია 2 ჰა ტერიტორია ზღვაში. დასრულდა ზღვის ფსკერის გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და თურქეთში. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის მოდინებაზე დაკვირვება.

„ამბასადორი ჯგუფი" პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება. კუნძულზე იგეგმება მაღალი კლასის სასტუმროების, აპარტამენტების, გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეების, ვილების, საგანმანათლებლო დაწესებულების და იახტკლუბის განთავსება. კომპანიის მიერ განხორციელებული

სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics