11:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 12:35:26, 1292 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ  ინფორმაციას ბათუმის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ და ცენტრის ბაზაზე მიმდინარე  სასწავლო  პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

კერძოდ, ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი-პარამედიკოსის სპეციალიზაციის“ და სიახლე - “მოტო ტრანსპორტით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების" კურსების შესახებ. 

გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გადამზადებული პარამედიკოსები სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს იღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში ნაწილდებიან. 

შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო სატრენინგო ცენტრის  უფროსი  ეკა გოლიაძე და  სამედიცინო უზრუნველყოფის და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია კახიძე ესწრებოდნენ.

პროგრამის  მიზანია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics