15:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 14:07:55, 1410 ნახვა

რეგიონი
ბალტიისპირეთში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოქვეყნდება. ესტონელმა, ლიეტუველმა და ლატვიელმა ჟურნალისტებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჟურნალისტების ობიექტივში ბათუმის ბულვარი, ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და სხვა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოხვდა. ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

ჟურნალისტების პარალელურად ლატვიიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი ტუროპერატორებიც, რომლებმაც ადგილობრივ კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობისა და ბათუმში ტურისტების შემოყვანის საკითხები განიხილეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო რიგადან, რასაც ზაფხულში ესტონეთისა და ლიეტუვას მიმართულებებიც დაემატება. ბათუმის მიმართულებით არსებული პირდაპირი ფრენები აჭარაში ლიეტუველი, ესტონელი და ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics