09:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 18:44:45, 598 ნახვა

კომენტარი
„ენკას“ დირექტორის განცხადებით, ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება და არ დაკარგავს თავის თვისებებს

„ენკას“ დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება და არ დაკარგავს თავის თვისებებს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენების გამო იგეგმება ორი კაშხლის აშენება.

„დღეს 3 კაშხლის ნაცვლად პროექტი ითვალისწინებს 2 კაშხლის აშენებას, მოხლოდ იმიტომ, რომ ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე.

ეს დასკვნები უკვე დევს ჩვენს საიტზე, მიწოდებულია ეკონომიკის სამინისტროსთვის და მათ აქვთ სპეციალურად შექმნილი პლატფორმა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ეს გამოითხოვოს.

როდესაც საუბარია მსგავსი სახის პროექტებზე, შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ გარემოზე ზეგავლენა არ ექნება, თუმცა აქვე ვიტყვი კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება, ტვიში არ დაკარგავს თავის თვისებებს, ეს ჩვენ გვიდასტურდება შესაბამისი დასკვნებით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კონსულტანტებისგან“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics