2021-05-12 17:01:48, 685 ნახვა
კომენტარი
თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილზე - ცუდია, როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ „ბროშკა“ დარჩება
ცუდია, როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ „ბროშკა“ დარჩება, - ასე ეხმაურება „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილის განცხადებას.
„და ეს „იცოდა“ ასე ფიქრობდა და ამ პარტიიდან იყარა კენჭი (სულ ცოტა ხნის წინ), თან გულმხურვალე გინებაც გვახოვს უშვერი ქუჩური სიტყვებით („ინტელექტით გამოთქმული“), სანამ სიაში შეიყვანდნენ, ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ „ბროშკა“, გულქანდა დარჩება“, - წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქში“.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,