2021-05-05 21:39:45, 913 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია - კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზოგადოებრივ მაუწყებელთან
„კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, - ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმი მოამზადა.
„კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
არ მაქვს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა, რომ ამით რამე დააკლდებათ, მაგრამ მე ღამე უფრო მშვიდად დამეძინება“, - წერს ელენე ხოშტარია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,