11:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 15:24:33, 784 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, საბჭოთა კავშირის დროს ამაზე ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ

ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა გაახსენდა რაღაც მთავრობას, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უკავშირდებოდა თუ არა მთავრობის ახალი ინიციატივა რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პერიოდში, შენდებოდა გზები, წყალგაყვანილობა, მოხდა გაზიფიკაცია და ისეთ სოფლებში შეიტანეს გაზი, „სადაც საბჭოთა კავშირის დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ“.

„ჯერ ერთი, ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა გაახსენდა რაღაც მთავრობას. გადახედეთ ჩვენს მოღვაწეობას, „ქართული ოცნების“ და ყოველწლიურად ნახავთ, ძალიან დიდ ინფრასტრუქტურლ და სამეწარმეო პროცესებს, რომელიც რეგიონებში ხორციელდებოდა. არ ჩამოვთვლი იმ უამრავ პროექტს, რომელიც განხორციელებულია სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, გზებით შენდებოდა, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაცია, ისეთ სოფლებში შევიატნეთ გაზი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ოცნებაც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics