13:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 15:38:50, 1028 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ყასემი ალი-აბადის შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ირანის დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აქბარ ყასემი ალი-აბადს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართულია რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ.

შეხვედრას ირანის სამხედრო ატაშე ებადოლა მოხთარი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics