2015-08-27 09:48:37, 925 ნახვა
სამართალი
შსს-მ 529 აბი „კოდეინი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 529 აბი „კოდეინი“ ამოიღო.
როგოგრც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ლევან კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 529 აბი „კოდეინი“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან