2020-05-07 11:02:05, 8267 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ყველას წყარო ცნობილია, აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ყველას წყარო ცნობილია, აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტია მოთავსებული.
„5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა და მიმდინარეობს მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.
ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული პაციენტი არ მიგვიღია. ამ ეტაპზე გვყავს 47 დადასტურებული პაციენტი, რადგან გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა. დღესდღეობით გვყავს 79 გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,