2020-05-07 10:30:08, 5410 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული 9 პაციენტი საყურადღებოა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული 68 შემთხვევიდან, 1 გამოჯანმრთელდა, რეანიმაციული პაციენტი კი პალატაში გადავიდა, - აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
,,ვახტანგ ბოჭორიშვილი კლინიკის ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი, აქედანდადასტურებულია 68. გვაქვს 1 გამოჯანმრთელებული შემთხვევა. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. 9 პაციენტი რჩება საყურადღებო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობადამაკმაყოფილებელია", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან