10:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 10:58:24, 7314 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ჩვენს ცენტრში, კორონავირუსით ინფიცირებული ექვსივე მოზარდი ქობულეთის კლასტერიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ექვსივე მოზარდი ქობულეთის კლასტერიდანაა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტია მოთავსებული.

„ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ქობულეთის კლასტერია და დღეს ერთ-ერთი ოჯახის ერთი ბავშვი შემოგვემატა.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ჩვენთან 4 პაციენტია მოთავსებული.

კრიტიკული გვყავდა 2 პაციენტი და მათთან უკვე სტაბილური მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გამოჯანმრთელებისკენ იქნება.

დღეს 6 ადამიანთან ველოდებით პასუხს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics