2015-08-11 10:31:08, 713 ნახვა
სამართალი
პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
ახმეტაში, სოფელ ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახების დროს პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, სოფელ ზემო ალვანში, ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს, მოქალაქე ელიზბარ პ-მ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის საავადმოყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოხდა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მობილიზება. წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი დაკავებულია.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს - საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან