12:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 10:38:59, 1127 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება არ არის მძიმე

„ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება არ არის მძიმე“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„დღეს დილას არის 81 დადასტურებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გუშინდელის მერე 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ ოთხიდან ერთი არის განთავსებული ჩვენს ცენტრში, დანარჩენები კი სხვა ცენტრში.

გამოჯანმრთელებული პირებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა ორი. იყო 10 გამოჯანმრტელებული, გახდა 12, ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ბინაზე გაწერილია 11, ერთის მდგომარეობა  უნდა შეფასდეს, ვირუსმა განიცადა ელიმინიაცია, მაგრამ აუცილებელია პაციენტის სხვა კლინიკური მდგომაროება შეფასედეს. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი არის საჩხერეში. ანუ ჯამში 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს.

ჩვენი პაციენტის ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან აქამდე იყო დაფიქსირებული.

ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics