11:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 20:15:30, 773 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა.

თვდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიურ საველე წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ბრიგადის პირად შემადგენლობას სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. გენერალ-მაიორს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ სწავლების ხელმძღვანელებმა და მონაწილეებმა ინფორმაცია მიაწოდეს.

საინჟინრო წვრთნაში 202 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. ვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მთავარ ამოცანას მობილურობის ოპერაციების შეტევის საინჟინრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების ფარგლებში ჩართული იყო საინჟინრო ტექნიკა, განხორციელდა ქვეითი და მძიმე ტექნიკის ხიდების მოწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics