15:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 09:36:44, 531 ნახვა

სამართალი
სარფში მიკროავტობუსის სამალავში ორი პირი იპოვეს

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ც. 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. დააკავეს.

შსსს-ს ინფორმაციით, გამოძებამ დაადგინა, რომ გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული ფორდ-ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ. ისინი ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.

გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (სსსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) ხოლო ნაირა ა. და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics