10:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 11:34:16, 765 ნახვა

რეგიონი
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

სირიაში, საბრძოლო მოქმედებებისას კიდევ ერთი პანკისელი, 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, ქავთაროვი 2003 წლამდე პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, შემდეგ გროზნოში გადავიდა და ბოლოს საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად. ქავთაროვი 2014 წლიდან სირიაში იმყოფებოდა. მას, მეუღლე და 3 შვილი ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ნათესავები პანკისის ხეობაში ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ რუსლან ქავთაროვი მე-19 პანკისელია, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს 50-მდე პანკისელი იბრძვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics