22:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 15:18:19, 665 ნახვა

სამხედრო
ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი დაიწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ბაქრაძემ გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, სემინარში თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ადამიანური რესურსების მართვის სფეროს სპეციალისტები მონაწილეობენ. აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის წარმომადგენელი უილიამ ჰათჩი სამი დღის განმავლობაში აუდიტორიას გააცნობს ადამიანური რესურსების მართვის როლს,  სისტემას და მექანიზმებს, ასევე ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ პროცესებსა და პერსონალის როლს შეიარაღებული ძალების განვითარებაში. სემინარი  თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ითვალისწინებს. 

სემინარი ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics