19:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-05 18:57:07, 536 ნახვა

საზოგადოება
დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით - საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

საქართველოს ბანკი მოსწავლეებზე ზრუნვას აგრძელებს. დღეიდან, მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის შექმნილ აპლიკაცია -  sCoolApp-ში განახლებული გოჭი-ყულაბა დახვდებათ. 

განახლებული ციფრული ყულაბა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თანხის დაზოგვა მარტივად, უსაფრთხოდ და სახალისოდ დაიწყონ და აქციონ ის ყოველდღიურ ჩვევად, რაც დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. 

მისი მეშვეობით, მოსწავლეებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა, დაამატონ კონკრეტული მიზნები და რეალურ დროში დააკვირდნენ, თუ როგორ აგროვებენ თანხას სასურველი ნივთისთვის. ეს პროცესი თანხის შეგროვებას მოტივაციის მიმცემ გამოცდილებად აქცევს და ფინანსური პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობს ხელს.

გოჭი-ყულაბით თანხის დაგროვება ორი გზით არის შესაძლებელი:

  • ავტომატური დაზოგვა - მოსწავლე აპლიკაციაში  უთითებს მცირე თანხას (25 თეთრიდან 10 ლარამდე), რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას ავტომატურად გადადის ყულაბაში. დანაკლისი შეუმჩნეველია, თანხა კი სტაბილურად გროვდება;
  • ერთჯერადი შევსება - ყულაბაში სასურველი თანხის ერთჯერადად გადარიცხვაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რაც იდეალურია დაბადების დღეზე ნაჩუქარი თანხის ან ჯიბის ფულის გადასანახად.

sCoolApp-ის ახალი ფუნქციონალი მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. აპლიკაცია მათ შესაძლებლობას აძლევს, ბავშვებთან ერთად მარტივად და ბუნებრივად დაიწყონ საუბარი თანხის შეგროვებაზე, მის მართვაზე, მიზნების დაგეგმვასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე.

გოჭი ყულაბის ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის, საჭიროა თქვენს შვილს განუახლოთ sCoolApp. თუ sCoolApp ჯერ არ გადმოგიწერიათ, გადადით ბმულზე, გაეცანით დეტალებს და მიჰყევით ინსტრუქციას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics