10:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-07 14:30:41, 597 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი კვლავ თავს ესხმის EU-ს და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი ევროკავირს ისევ აკრიტოიკებს. რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ლიდერმა EU ძალადობას და ზიზღის წახალისებაში დაადანაშაულა. 

"დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა", - უთხრა პაპუაშვილმა მედიას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროკავშირი საქართველოში „მავნე პრაქტიკით არის დაკავებული, რაც არის ხალხის დაპირისპირება, ზიზღის შემოტანა, ძალადობა“.

„ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აქამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ედგა თავში, მილიონებს ხარჯავდა ამისთვის. ახალმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეცვალა ეს პოლიტიკა, ამხილა ეს მავნე ჩარევის პრაქტიკა. დღეს ევროკავშირი არის საქართველოში ზუსტად ამ მავნე პრაქტიკით დაკავებული - ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა და პიროვნული თავდასხმა, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა. აი, ეს არის სამარცხვინო, რომ თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, „მოლოტოვის კოქტეილთან“, რომელსაც შეგახსენებთ, ევროკავშირი აფინანსებდა. სწორედ ამის შეცვლა გვინდა ჩვენ. ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, თვითონ გადაიჩეხებიან. არ გვინდა ჩვენც ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ უფსკრულში, სადაც დღეს ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics