22:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 21:27:20, 2502 ნახვა

კომენტარი
კალაძე - როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან ვისმენთ მუქარის განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, რა თქმა უნდა, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის.

ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა და მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება და რა პროცესები მიდის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, რასაც ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყოველდღიური ბრძოლით ვახერხებთ. ცხადია, ეს მარტივი არ არის, იმდენი გამოწვევა არსებობს - დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისგან სხვადასხვა ინტერესია, თუმცა ძალიან მტკიცედ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მის ხვალინდელ დღეს, ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლითა და ბრძოლით მოიპოვეს. ამ ყველაფერს სჭირდება განმტკიცება და შენარჩუნება“, - განაცხადა თბილისის მერმა

მისივე თქმით, საქართველო მზადაა მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ეს აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

„როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან ვისმენთ მუქარის განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, რა თქმა უნდა, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. მზად ვართ, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობებისთვისაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე, მე შეიძლება დიდი ქვეყანა ვარ, შენ პატარა და რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთოო. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics