11:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 14:38:25, 1395 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია

„ისინი მოითხოვენ იმ სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ უკვე საკუთარი ხელით შევაჩერეთ — სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია“, - ასე გამოეხმაურა"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 51 წევრის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიუროკრატია და შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები სრულ აბსურდულ მდგომარეობაში არიან.

„ჩვენ უკვე, ჩვენივე გადაწყვეტილებით, შევაჩერეთ მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავად ხედავთ, რა რთულ მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ისინი მოითხოვენ იმ სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენ უკვე საკუთარი ხელით შევაჩერეთ. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდულ მდგომარეობაშია და შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები ამ აბსურდულ მდგომარეობაში არიან“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics