09:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 10:15:05, 845 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული შ.ნ. დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკია ამოღებული. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ნათქვამია შსს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics