14:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 21:45:47, 1810 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს

განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა 27 ივნისის ღამეს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღინიშნება, რომ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს შორი მანძილის დრონების დაარტყეს.

დარტყმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics