2025-01-27 18:18:31, 1237 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარ როლს შეასრულებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ექნება.
„ამ ომში რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ. დონალდ ტრამპს, როგორც ნატო-ში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერს, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრეზიდენტს, მთავარი როლი ექნება. მშვიდად ველი პირველ ნაბიჯებს, რომელთაც დონალდ ტრამპი გადადგამს,“ – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი კარგად იცნობს რეგიონს და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიები ძალით დაიკავოს. „ეს მიუღებელია,“ – აღნიშნა დუდამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,