2023-10-06 13:26:54, 1092 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა და საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრისას თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
"გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული მიმართულებით.
შეხვედრას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი ტუბა ოზუტოკი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),