19:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 03:29:38, 3615 ნახვა

Lifestyle
მაუწყებლის უცვლელმა ჟიურიმ უკრაინას ყველაზე დაბალი 6 ქულა მისცა და ჩართვა ვერ შეძლო

საქართველოდან "ევროვიზიის" ჟიურიმ რომელიც რამდენიმე წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში უცვლალად ზის, უკრაინას ყველაზე დაბალი 6 ქულა დაუწერა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხალხმა და მაყურებელმა საქართველოდან უკრაინას უმაღლესი 12 ქულა მისცა. 

ჟიურის ქულის გამოცხადების დროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ადგილიდან ჩართვაც ვერ შეძლო და ქართველი ჟიურის ქულები ევროვიზიის წარმომადგენელმა სცენაზევე გამოაცხადა.

მილიონობით მაყურებელი, ამაოდ ელოდა საქართველოდან ვინმე ელენეს ჩართვას.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
2022 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით ჯგუფი „სირკუს მირკუსი“ წარდგა სიმღერით – Lock Me In. რომელიც ნახევარფინალშიც ვერ გავიდა.

საქართველოს პირველმა არხმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი შემოსული განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე გამოავლინა. გადაწყვეტილება საქართველოს პირველი არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მუსიკალური ფესტივალია, რომელზეც ქვეყნის წარმომადგენელს საზოგადოებრივი მაუწყებლები სხვადასხვა შერჩევის გზით ავლენენ ან თავად ასახელებენ. წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სწორედ ეს გზა აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics