10:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 12:50:13, 640 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სახსრების ენდოპროთეზირების ოპერაციას ყველა მოქალაქეს დაუფინანსებს

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა „სახსრების ენდოპროთეზირება“ ამოქმედდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით:

100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისთვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით; სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%–ით. 

დაფინასების ზღვრული თანხა 4000 ლარს შეადგენს.

პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

პროგრამების სრული ვერსია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www.adjara.gov.ge ან დაუკავშირდით, ტელ: (0422) 247972, (0422) 24-79-64





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics