12:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 19:15:58, 5542 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ბრიუსელში შეხვდა

საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივი მონაწილეობა და გერმანიის როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით იმპლემენტაციასა და შემდგომ განვითარებაში ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში ისაუბრეს.  ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ანნეგრეტ კრამპ-კარრენბაუერს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის კონტრიბუციას გაუსვა ხაზი.

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის უწყების განვითარების სამომავლო გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში საუბრისას ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და ორმხრივ ფორმატში წარმატებულ პარტნიორობას. მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. 

შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციის თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ სამომავლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics