2019-10-02 10:52:42, 9102 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუბენ სადოიანს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,