14:54 - 13 Apr, 2026
|
2019-10-01 21:14:25, 7603 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: თითოეული ჯარისკაცი იქნება პირადად ჩემი ზრუნვის ქვეშ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა. „2020 წელს ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად ვაცხადებ“, - აღნიშნა მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა - „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას. თავდაცვის მინისტრის თქმით, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი ძლიერი ჯარია. „ჩემი ხედვა და პოლიტიკა, ამ უწყებაში მოსვლის დღიდან და მანამდეც, ზოგადად, ეფუძნება ძლიერი სახელმწიფოს იდეას. ძლიერი სახელმწიფო ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი ჯარი. ძლიერ ჯარს ქმნის ძლიერი ჯარისკაცი და ძლიერ ჯარისკაცს სჭირდება შესაბამისი დაფასება და პირობების უზრუნველყოფა. ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში მე, მინისტრმა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. NS
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)