00:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 16:28:42, 368 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში მსოფლიოს ცამეტგზის  რეკორდსმენმა, შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა ორ  ხელზე, ამოტრიალებული მტევნებით  აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა.

მან  ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ 2011  წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა და  ამოტრიალებული ხელის მტევნებით, 28,2  კილოგრამიანი სიმძიმით, ერთ წუთში 55 აზიდვა შეასრულა.

იოსებ ხუციშვილმა პირველი მსოფლიო რეკორდი აზიდვებსა და ორძელზე აზიდვაში 2010 წელს, ხოლო მეორე რეკორდი - ცალი ხელით აზიდვაში  2013 წელს დაამყარა. მისი სარეკორდო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება.

პოლიციის ლეიტენანტმა ვახტანგ ლუქუნიძემ  კი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალ მიზიდვაში ეროვნული რეკორდი დაამყარა. მან  ერთ წუთში 45 აზიდვა შეასრულა. ვახტანგ ლუქუნიძისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველი იყო, თუმცა იგი წარმატებით  ასპარეზობს სპორტის სხვა სახეობაში – არის რაიონული, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, ასევე, საქართველოს ჩემპიონი კარატეში. იგი ამჟამადაც აქტიურად ემზადება კიოკუშინკაი კარატეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში) მონაწილეობის მისაღებად.
შსს-ს თანამშრომლების მიერ დამყარებული რეკორდები საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს. სპორტული ღონისძიების მონაწილეებს წარმატება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics