11:08 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-10 14:43:38, 2707 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია: სამსახურის მიღმა არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება

მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური მცდარს უწოდებს.

გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც ერთი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება არ იგეგმება, სტრუქტურული ცვლილება კი თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში ხორციელდება: „პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. საკითხები ნატოს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებული ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად განვიხილეთ და იმ სტანდარტებთან მივედით, რაც მიღებულია ნატოს წევრ ქვეყნებში. არც ერთ შემთხვევაში, სამსახურს არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ტოვებს. კადრების განკარგულებაში არავინ იმყოფება და ხვალიდან ყველა იქნება გადანაწილებული თანამდებობებზე“, - განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა.

გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი  თავდაცვის მინისტრის პოლიტიკის ნაწილია და ის სპეციალური ოპერაციების ძალებსაც ეხება, რაც მიზნად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას ისახავს. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics