12:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 14:07:39, 1149 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მეირ შაბათს შეხვდა. 

მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. როგორც ლევან იზორიამ  აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს. 
ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.   

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე იქნება ორიენტირებული. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის გარდა შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და  ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტში გამართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics