12:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 14:16:03, 713 ნახვა

სამხედრო
გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნა მოინახულა

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სასწავლო პროცესის მონახულებამდე, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს მრავალეროვნული სწავლების შტაბში გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ უმასპინძლეს.

უწყების ინფორმაციით, ამერიკელ გენერალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ სწავლების გეგმა წარუდგინა და ქვედანაყოფების ჩართულობის, მათი როლის, გამოყენებული ტექნიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოგვიანებით, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა საწვრთნელი ველები დაათვალიერა და ყველა მონაწილე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. მან სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.

გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოს სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ჩამოვიდა.

საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს.

სტუმარს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი უკვე შეხვდნენ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics