18:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 16:42:02, 569 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექს „ფაგოტებით“ საველე სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.

საველე სწავლებაში აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და IV მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლების საბრძოლო ამოცანას ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და სხვა სამანევრო შენაერთებთან სინქრონიზებული ოპერირების დახვეწა წარმოადგენდა. სწავლება ასევე მიზნად ისახავდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Noble Partner 2017”-სთვის ქართული ქვედანაყოფების მომზადებას.

ტანკსაწინააღმდეგო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე 5 ივნისს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. საველე წვრთნებში სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანები მონაწილეობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics