20:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 13:59:10, 671 ნახვა

სამხედრო
უსაფრთხოების სექტორში საორიენტაციო კურსის მეექვსე მოდული დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეექვსე მოდული დაიწყო, რომელიც გენდერის თემას ეხება. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კურსი მოდულის ხელმძღვანელმა, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა გახსნა. 

მათივე ინფორმაციით, მან მონაწილეებს გენდერის ძირითადი ცნებები და ტერმინები გააცნო, თავდაცვის უწყებასა და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და გენდერულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

 მაკა პეტრიაშვილმა კურსის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გენდერის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

 პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს, კიდევ რამდენიმე მოდულით გაგრძელდება.

მსმენელებს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეფექტურ კომუნიკაციასთან, კიბერუსაფრთხოებასთან, კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირებასთან დაკავშირებით, ლექციები და ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ.

(NS) 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics