2016-09-05 11:39:10, 820 ნახვა
კომენტარი
დანელია: კანონით დადგენილი ვადებით ბოლო დღემდე მინისტრი ვიქნები
„კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მინისტრი ვიქნები“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დანელიას განცხადებით, მის შემცვლელს პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.
„თუ ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი ამას პრემიერ-მინისტრი გეტყვით. მინისტრის მოვალეობას შეასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, რადგან პროცედურებით ასეა გათვალისწინებული“,-განაცხადა დანელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან