12:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 10:51:47, 489 ნახვა

სამართალი
თიანეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, მცხეთა–მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ხე–ტყის უკანონო  ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ასევე,  ფარულად ტრანსპორტირენის მცდელობის შემთხვევაც.

„კერძოდ, სოფელ მელიასხევის მცხოვრებს  მის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე 15 კუბური მეტრი რცხილის ჯიშის ხე-ტყე  ფარულად გადატანის მიზნით თივის ქვეშ ჰქონდა დამალული.  

ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილი იქნა შსს პოლიციის ხევსოფლის განყოფილებაში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics