03:29 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 09:03:11, 1229 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი ნეთანიაჰუს ლიბანში სახმელეთო შეტევისგან თავის შეკავებას სთხოვს

 სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა „შეინარჩუნოს ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა“ და „თავი შეიკავოს სახმელეთო შეტევისგან“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გამართა ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან და ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამთან. სახელმწიფოს მეთაურმა მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაბრუნებისკენ და მოუწოდა რადიკალურ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“, შეწყვიტოს „თავდასხმები ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ“.

მან დასძინა, რომ საფრანგეთი „დაუყოვნებლივ ინიციატივებს მიიღებს იძულებით გადაადგილებული ლიბანელი მოსახლეობის მხარდასაჭერად“.

სამშაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში მაკრონმა დაგმო ისრაელ-ამერიკის დარტყმები ირანზე, რომლებიც „განხორციელდა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოების მიღმა“, მაგრამ ასევე „არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა“ ისლამურ რესპუბლიკას დააკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics