10:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 22:14:25, 2650 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია

“4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი. ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ.” - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე  ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული თავისუფლების მოედანზე - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ.

4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი.

ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სამშობლოს მომავალზე ზრუნვა და ვალდებულები ვართ გავიდეთ რუსთაველზე.

ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ.

ქრისტიანული, ქართული, ევროპული, ღირებულებები არ დგას ბოროტებაზე, დაყოფაზე, გახლეჩაზე და ადამიანის ჩაგვრაზე. პირიქით !ქრისტიანული, ქართული, ევროპული ღირებულებები, დამყარებულია სიყვარულზე, სოლიდარობაზე, სიკეთეზე და ერთმანეთის მხარში დგომაზე.

ჩვენი ვალია ერი და ბერი გაერთიანდეს, დავასრულოთ საქართველოს და ქართველი ხალხის დაყოფა, გახლეჩა.

4 ოქტომბერს, რუსთაველზე ვერთიანდებით სრულიად საქართველო და ვიმარჯვებთ.

ღმერთმა დალოცოს საქართველო.” - წერს ლევან ხაბეიშვილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics