16:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 11:18:21, 685 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ელექტრონულ კომერციაზე ბიზნეს სესია გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, აზროვნების აკადემიაში გაიმართა სესია თემაზე — ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია, რომელსაც გიორგი ბერეჩიკიძე, Veli.Store-ის ციფრული მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი გაუძღვა.

ლექცია განკუთვნილი იყო დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფიქრობენ ან მას სტრატეგიული მნიშვნელობა უკვე მიანიჭეს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგონ ციფრულ სივრცეს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები და გაზარდონ ონლაინ გაყიდვები.

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკვანძო თემებზე:

  • რატომ არის აუცილებელი ბიზნესის გაციფრულება თანამედროვე ბაზარზე;
  • მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გზამკვლევი (customer journey);
  • ციფრული კომუნიკაცია, მონაცემთა გაციფრულება და ოპერაციების ავტომატიზაცია;
  • ონლაინ მაღაზიის შექმნის საფუძვლები და ციფრული გაყიდვების არხები;
  • შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და წარმატების შეფასების მეთოდები.

ბიზნეს სესია საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის ლექციების ციკლის — „სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ ნაწილია. ლექციების ციკლი სპეციალურად დამწყები მეწარმეებისთვის შეიქმნა. სერიების მიზანია მონაწილეებმა ბიზნესის დაწყების პროცესსა და მართვაზე სიღრმისეული, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის პლატფორმისბიზნეს 360°-ის ფარგლებში ხორციელდება. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics