03:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 22:13:24, 1069 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: „აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ჩვენთვის მისაღებია

"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია.

„ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ძალიან კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს ეფექტიანი და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, თავისთავად, მოიცავს პოლიტიკურ ურთიერთობებს, პოლიტიკა და ეკონომიკა  ამ შემთხვევაში მჭიდროდ არის დაკავშირებული, მათი გამიჯვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებთან თანამშრომლობა გარკვეული მიმართულებებით განსაკუთრებით ხელსაყრელია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები ძალიან საინტერესოა და შესაბამისობაშია აშშ-ის ახალი ხელისუფლების ინტერესებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics