01:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 13:15:06, 423 ნახვა

ეკონომიკა
AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში 

თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.  

AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული ამოცანების გადაჭრაზე გუნდურ რეჟიმში ემუშავათ.   

თიბისის თანამშრომლებსა და IT აკადემიის სტუდენტებს სამუშაო პროცესში მენტორობას უწევდნენ AWS-ს ინჟინრები და თიბისის DevOps გუნდის წარმომადგენლები.    

ჩვენთვის AWS GameDay-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია DevOps ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. AWS-ის გუნდის ჩართულობა აძლიერებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კულტურას, რაც პირდაპირ აისახება როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე,” -  ამბობს თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.   

AWS GameDay საქართველოში DevOps ეკოსისტემის განვითარებისთვის ახალი ეტაპია. თიბისი და AWS ერთობლივად ქმნიან სივრცეს, სადაც მომავალი და მოქმედი DevOps სპეციალისტები რეალურ გამოწვევებს უმკლავდებიან, სწავლობენ საერთაშორისო სტანდარტებს და იღებენ უმაღლესი დონის მენტორობას. ეს ინიციატივა აძლიერებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სფეროს განვითარებისთვის.   

თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ინოვაციებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და ახალი თაობის IT პროფესიონალების განვითარებას.   
თიბისი IT აკადემია და Amazon Web Services პარტნიორობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო პროექტსა და პრაქტიკულ აქტივობას გეგმავს, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.   





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics