15:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 11:37:57, 545 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით საცხოვრებელი კომპლექსი ნოვო ნუცუბიძე შენდება

ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს დეველოპერული პროექტების მხარდაჭერას. ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია ნოვო დეველოპმენტი, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ახალ საცხოვრებელ კომპლექს ნოვო ნუცუბიძეს აშენებს. ბესარიონ ჟღენტის ჩიხი #13-ში  მშენებარე დეველოპერული პროექტი გამოირჩევა მშენებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ბინის ოპტიმალური გეგმარებით.

ნოვო ნუცუბიძის პროექტი მომავალ მაცხოვრებლებს სთავაზობს ბინებს განსხვავებული ზომის საძინებლებით, რაც მეტი თავისუფლების საშუალებას იძლევა ინტერიერის დიზაინის შექმნის დროს. აივანი მოპირკეთდება კერამო-გრანიტის ფილებით. შენობის გარე პერიმეტრი შენდება იტონგის ბლოკით, რაც უზრუნველყოფს შენობის თბოიზოლაციას. კომპლექსი აღჭურვილია ალუმინის კარ-ფანჯრებით და ორმაგი შუშით, ბინებში დამონტაჟდება  შესასვლელი რკინის კარი საკეტით.  პროექტში გათვალისწინებულია გამწვანებული ეზო და მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი.

ნოვო დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობებია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო და უმაღლესი ხარისხის სამშენებელო მასალები. საცხოვრებელი კომპლექსი სრულად მორგებულია მომავალი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად.

პროექტი სრულად დაფინანსებულია ბაზისბანკის მიერ და მშენებლობა სრულდება 2026 წლის სექტემბერში. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი მარტივ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics