|
2024-11-11 12:55:32, 556 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით „ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი“ იწყება
12 ნოემბრიდან, “თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი“ იწყება. კვირაში ერთხელ, კომპანია LIVE Branding-ის დამფუძნებელი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი ალექსი ჩიქოვანი, რომელსაც ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე განიხილავს, რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ბრენდინგს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში. პოდკასტების სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქართული ბრენდის შემქმნელი, ცნობილი თუ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მათი ბრენდი, რა გამოწვევებს და სირთულეებს შეხვდნენ ამ გზაზე და როგორია მათი საქმიანობა დღეს. პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი იქნება ყოველ სამშაბათს, აზროვნების აკადემიის Youtube და Spotify გვერდებზე. “თიბისი ბიზნესისთვის“ ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პოდკასტების სერიების მხარდაჭერაც. ბიზნესების წარმომადგენლებს და ზოგადად, ბრენდინგით დაინტერესებულ ადამიანებს, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, წარმატებული ქართული ბრენდების მაგალითზე უფრო მეტი ისწავლონ და განვითარდნენ საკუთარ სფეროში. “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტის“ ანონსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)